19 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ენმ-ის წევრი, სამირა ისმაილოვა, პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბოლნისის პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.

სამირა ისმაილოვას განცხადებით, გამომძიებლები გვიან ღამით მის სახლთან მივიდნენ და კარის შემტვრევით ემუქრებოდნენ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციის წევრმა სატელეფონო ჩანაწერიც გაასაჯაროვა, რომელშიც ბოლნისის პოლიციის თანამშრომელი, ზაზა ფაცაცია, ბოდიშს იხდის და აღიარებს, რომ გამომძიებლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

„გამომძიებლები მივიდნენ ჩემთან სახლში, იმუქრებოდნენ კარის ჩამოღებით და ცდილობდნენ, ასეთი სახით ჩაებარებინათ უწყება. გამომძიებელმა ჩემთან სატელეფონო საუბარში აღიარა. ზაზა ფაცაციამ, პრაქტიკულად, ჩემთან სატელეფონო საუბარში აღიარა, რომ ნამდვილად გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას,“ - განაცხადა სამირა ისმაილოვამ.

სამირა ისმაილოვას ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი, ამბობს, რომ მათ ადამიანის უფლებათა და ბავშვთა უფლებების დაცვის ადგილობრივ და საერთაშირისო ორგანიზაციებს მიმართეს.

დღის ამბები