19 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
საიტი, რომელიც ვალების განულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა შექმნილიყო, დათქმულ დროს არ ამუშავდება

სესხების ჩამოწერის შესახებ წინასაარჩევნოდ დადებული პირობის პირველი პუნქტი უკვე დარღვეულია.

სპეციალური საიტი მოქალაქეებისთვის, სადაც ისინი სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას შეძლებდნენ, ორშაბათიდან უნდა ამუშავებულიყო, თუმცა, ფინანსთა სამინისტრო დათქმულ ვადაში საიტის ამუშავებას ვერ ასწრებს.

ვანო მაჭავარიანის უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სიების ფორმირებას დრო სჭირდება და ისინი ინფორმაციას კრედიტორებისგან ელოდებიან.

დღის ამბები