ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებულ აქციას მხარს უჭერს.
შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ორი თვის ვადაში დანიშნოს ხელახალი საპრეზიდენტო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ასევე, ლეიბორისტების ლიდერმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიაროს.
„შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმი მოვიცილოთ მშვიდობიანი, დემოკრატიული საარჩევნო გზებით. ამიტომ საქართველოს ლეიბორისტული პარტია მხარს უჭერს მთელ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას და სრულ სოლიდარობას უცხადებს ხვალინდელი აქციის მონაწილეებს. მოვითხოვთ ორ თვეში ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, გადაუდებელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ, 15:00 საათზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს.