19 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
რამდენი მილიონი დაუჯდა ივანიშვილს ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება - წინასაარჩევნოდ შექმნილ ორგანიზაციებს დიდი ფული გადაუხადეს

კურიერის წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში დიდი ფულის გაიღო. სანდო წყაროს ცნობით, პრეზიდენტო არჩევნების დღეებში ფული ქართუ ბანკის სათაო ოფისიდან საინკასაციო მანქანებით გაჰქონდათ. კურიერის წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერა ქართული ოცნების ლიდერს 2.5 მილიონი დაუჯდა.  

წყარო რუსთავი2-ს უყვება, რომ ფული მისცეს მმართველი გუნდის იმ სატელიტებს, რომელიც ეწეოდნენ კამპანიას - არა ნაციზმს!, ფული გადაუხადეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების დღეს მუშაობდნენ. ჯამში მსგავს ორგანიზაციებს არჩევნებზე 6000-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდათ.

ცენტრალური საარჩვენო კომისიის ოფიციალური დოკუმენტში საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო 62 ორგანიზაციას შორის ერთ-ერთი ნანა კაკაბაძის ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვისაა.  

ამ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს 1528 ადამიანი აკვირდებოდა. რა წყაროებით დააფინანსა კაკაბაძემ დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა, კითხვამ მისი განსაკუთრებული აგრესია გამოიწვია. მან ჯერ რუსთავი2-ის მიკროფონი დააზიანა, პარალელურად კი სიტყვიერი შეურაცხოფაზე გადავიდა.

საპრეზიდენტო არჩევნებს მონიტორინგს დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობით უწევდა ორგანიზაცია იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიაც. ახლადშექმნილმა ორგანიზაციამ, რომელსაც არჩევნებამდე არანაირი აქტივობა არ ჰქონია, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 2000, ხოლო მეორე ტურში 2926 დამკვირვებლის მობილიზება შეძლო.

საქართველოს მასშტაბით 3000-მდე დამკვირვებელი ჰყავდა საარჩევნო უბნებზე ორგანიზაცია ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ორგანიზაციის იურიდიული მისამართი დავით ყიფიანის ქუჩაა, თუმცა, ადგილზე მისულ კურიერის ჯგუფს სასტუმრო დახვდა.

ყველაზე მეტი დამკვირვებელი საპრეზიდენტო არჩევნებზე ორგანიზაცია კავშირი 21-ე საუკუნეს ჰყავდა. ორგანიზაციას, რომელსაც წლიდან წლამდე არანაირი აქტივობა არ აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3174 დამკვირვებლის მობილიზება მოახდინა.

ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე კურიერს საბავშვო გასართობი ცენტრი დახვდა.

კურიერს მითითებულ მისამართზე არც ორგანიზაცია ანალიტიკური საერთაშორის ინსტიტუტის ოფისი დახვდა. ეს ორგანიზაციას არჩევნებს 2426 დამკვირვებლით უწევდა მონიტორინგს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კონკრეტული არასამთავრობოების და ხელისუფლების კავშირზე ეჭვები აქვთ.

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მხოლოდ დამკვირვებლების ჰონორარი არჩევნების დღეს 100 ათას ლარზე მეტი ღირს.

წინასაარჩევნოდ შექმნილ არასამთვრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით კითხვები ეუთოს სადამკვირვებლო მისიასაც ჰქონდა.

დღის ამბები