19 ნოემბერი 2024,   15:18
ვრცლად
ე.წ. ძველი ბიჭები ზურაბიშვილის გამარჯვებას პატიმრებს ულოცავდნენ - გარიგება კრიმინალურ სამყაროსა და „ქართულ ოცნებას“ შორის

საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნებთან დამკვირვებლებსა და აგიტატორებზე მეტად ე.წ. ძველი ბიჭები აქტიურობდნენ. საარჩევნო პროცესს უბნების ტერიტორიაზე კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული ადამიანები აკონტროლებდნენ.

სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფმა ადამიანებმა გეგუთის ციხესთან აღნიშნეს და პატიმრებს მათი კანდიდატის გამარჯვება მოულოცეს.

კურიერთან რესპოდენტების მონაყოლიდან ირკვევა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლებასა და შავ სამყაროს შორის გარიგება შედგა, უბნის მაყურებელები საარჩევნო ხმებს მოიპოვებდნენ, სანაცვლოდ კი ციხიდან ვადაზე ადრე მათ მეგობრებს გაათავისუფლებდნენ.

ფული, პრივილეგიები და ნარკოტიკები - ე.წ. ძველი ბიჭები კურიერთან ყვებიან, რომ ამის პრობლემა მთელ წინასაარჩევნო პერიოდში არ ჰქონიათ. მათი თქმით, ზუგდიდში იყო კონკრეტული ადგილები, სადაც ნარკოტიკებს არიგებდნენ და ამ პროცესს ქალაქის მაყურებლებთან შეთანხმებით შინაგან საქმეთა მინისტრი კურირებდა. მათი განცხადებით, საქმეში ჩართულები იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ხვიჩა ცხაკაია და ძმები გუგუჩიები.

ე.წ. ძველი ბიჭების თქმით, შეხვედრები კონსპირაციულ ბინებში იმართებოდა. მათი განცხადებით, გიორგი გახარია მწვანე შუქს ჰპირდებოდა ყველას, ვინც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში დაეხმარებოდა.

რუსთავი2-ის რესპოდენტები ყვებიან, რომ წინასაარჩევნოდ ისინი ამომრჩევლებთან სახლებში დადიოდნენ და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებდნენ. როგორც ამბობენ, საარჩევნო უბნებთან მათი ფუნქცია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის უკან გაბრუნება იყო.

 

დღის ამბები