19 ნოემბერი 2024,   15:16
ვრცლად
"გაუმარჯოს ვადამდელ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებს,“ – მურმან დუმბაძე

„ჩვენ ეს საქმე მოვიგეთ,  ძალიან ცოტა დაგვრჩა. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ წამოაყენა პოლიტიკური მოთხოვნა, ჩვენ ვართ ერთიანი. გაუმარჯოს ვადამდელ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებს,“ – ეს განცხადება პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა.

დუმბაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე საუბრობს.

დუმბაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით შეძენილ ტერიტორიებზე ისაუბრა. დუმბაძე ასევე საყდრისის აფეთქებაც გაიხსენა.

„2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ აქტივები 400 მილიონი ლარიდან გაიზარდა 2 მილიარდ ლარამდე. აი რატომ იბრძვის ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

დღის ამბები