„საქართველო ხართ თქვენ, საქართველო არ არის ივანიშვილი, საქართველო არ არის ოლიგარქატი“ - ამ სიტყვებით პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
მაჭუტაძის თქმით, 28 ნოემბერს არჩევნები არ ჩატარებულა, ეს იყო ძალადობის, შანტაჟის და მოსყიდვის პროცესი.
„იმ ე.წ. შედეგს, რომელიც დაწერა ამ ე.წ. ხელისუფლებამ, არაფერი საერთო არ აქვს არც ლეგიტიმაციასთან და არც საქართველოს ისტორიის იდეალებთან, არც საქართველოს თავისუფლებასთან, არც მის დამოუკიდებლობასთან. ეს ვითარება არის ურთულესი ვითარება,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.