19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
"სანამ მედგმევა სული, მე ვიქნები "ქართული ოცნების" მტერი, მოსისხლე მტერი," - მალხაზ მაჩალიკაშვილი   

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას რუსთაველზე შეუერთდნენ შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. მათი თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ მმართველობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მკვლელებს ხელს აფარებს.

„მთლიანად ეს ხელისუფლება და ეს სახელმწიფო არის ჩაბარებული სუს-თან. ტერორისტებიც იმათ შემოყავთ, კრიმინალებიც იმათ შემოჰყავთ და ამასთან ერთად, არჩევნებში რა მოხდა, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორც დააშინეს ხალხი, როგორ მოისყიდეს ხალხი და მოიგეს ვითომ არჩევნები. მე ვუჭერ გაერთიანებულ ოპოზიციას მხარს, იმიტომ რომ ამ სახელმწიფომ მე საწოლში მძინარე ბავშვი ჩამიცხრილეს. სანამ ვიქნები ფეხზე, სანამ მედგმევა სული, მე ვიქნები "ქართული ოცნების" მტერი, მოსისხლე მტერი. კანონის ფარგლებში რაც არის გათვალისწინებული, ყველანაირად შევეწინააღმდეგები ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია სწორედ იმ ადამიანებს ებრძვის, ვისი წინააღმდეგიც თავად არის. მისი თქმით, სწორედ ამიტომ შეუერთდა ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.

„სამი თვის განმავლობაში არავინ, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც პროკურატურა, არც ხელისუფლების წარმომადგენლები არ გვეხმიანებიან საერთოდ. არაფრის საქმის კურსში არ ვართ, პირიქით, სააპელაციო სასამართლოზე გავიცანი ახალი პროკურორი, რომელმაც თქვა, რომ უკაცრავად ბატონო ზაზა, ვერ მოვასწარიო თქვენი გაცნობა. ჩემი გაცნობა თუ ვერ მოასწრო, საქმის მასალების გაცნობა როგორ მოასწრო? როდესაც აიღო ეს საქმე, ჯერ მე უნდა გავეცანი, ანუ ჩვენი არაფერი არ აინტერესებთ. იმიტომ ვუერთდები ამ ადამიანებს, რომ ეს ხალხი ებრძვის ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც მე ვებრძვი,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ

დღის ამბები