დედაქალაქის მერი რიტორიკის შეცვლას ცდილობს და ამბობს, რომ საკუთარ განცხადებებს ძალადობის წახალისებად არ მიიჩნევს.
გუშინდელ განცხადებებში, კახა კალაძე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის შეფასებისას ამბობდა, რომ ოპოზიცია რასაც დასთეს იმას მოიმკის.
„რას მელაპარაკებით, კაი კაცო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვგმობ ძალადობას. გთხოვეთ, რომ თქვენს დირექტორს გადაეცით, რას ფიქრობს იმ გამონათქვამებზე, რომელსაც თავად აკეთებს ტელევიზიებში კონკრეტული პირების მიმართ. სამწუხაროდ, ეს თქვენ ვერ მოახერხეთ - არაუშავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია იმ ენით საუბარი, რომელსაც ამ თვეების განმავლობაში ვისმენდით.
ეს ყველაფერი საზოგადოებაზე აისახება, ეს ქურთუკი არ არის, რომ ადამიანმა გაიხადოს და თაროზე შემოდოს, სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ერთად ვიმკით იმ შედეგებს, რაც ხდებოდა ამ თვეების განმავლობაში,“-ამბობს კალაძე.