19 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
"დიალოგი არის აუცილებელი ამ დაპირისპირებულ პერიოდში" - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, ხელისუფლების მიერ პრეზიდენტ მარგველაშვილის შეთავაზებაზე უარის თქმას არჩევანის ეთერში აფასებს.

საქმე ეხება გიორგი მარგველაშვილის მზაობას, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიალოგის გამართვისთვის მედიატორის როლი შეასრულოს. თუმცა, ამ შეთავაზებაზე ქართული ოცნების წევრებმა უარით უპასუხეს.

ფიქრია ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველმა ძალამ პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარი თქვა, თუმცა, მისთვის ამჯერად მიზეზი გაუგებარია.

„დღეს აღარ მესმის, რაზე ეჭვიანობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები მარგველაშვილთან დაკავშირებით. მან კენჭი არ იყარა, ის ამთავრებს თავის საპრეზიდენტო ვადას და აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან სთავაზობს იმას, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძე ყურადღებას ამახვილებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ არსებულ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ ეს შედეგი საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯის მომტანი არ არის.

„ჩატარდა ეს არჩევნები ძალიან ბევრი დარღვევით... დღეს სწორედ ქართული ოცნება უნდა იყოს, ერთი მხრივ, ამ ჩატარებულ არჩევნებზე პასუხისმგებელი და, მეორე, ზოგადად ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ასევე პასუხისმგებელი, როგორც ხელისუფლება, რომ მან გადადგას ნაბიჯები დიალოგისკენ. დიალოგი არის აუცილებელი ამ დაპირისპირებულ პერიოდში,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, ქვეყანას საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება სჭირდება და ამბობს, რომ 2024 წლამდე გადავადება გაურკვეველი მიზეზებით მოხდა.

„ასეთი გაჯიქება, ასეთი გაჯიუტება, ასეთი თეთრის შავად გასაღება, არც მათ წაადგებათ სამომავლოდ,“ - ამბობს ჩიხრაძე. 

დღის ამბები