19 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"ახალი მემარჯვენეები" გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდებიან, თუმცა საკუთარ პირობას ასახელებენ

გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმს  „ახალი მემარჯვენეები“ უერთდებიან. პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციის ყველა მოთხოვნას ეთანხმება, ერთი გამონაკლისის გარდა.

მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ულტიმატუმის შესრულების ვადა, 16 დეკემბერი, უნდა შეცვალოს. მისი აზრით, გაერთიანებული ოპოზიციის  მთავარი მიზანი, საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა იყოს.

„არსებობს ერთი ძალიან დიდი მაგრამ, რომელიც მიმაჩნია, რომ შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი მთელი ამ პროცესისა. მარტივად ვსვამ კითხვას, ჩვენ გვინდა საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაჟორიტარულის გაუქმება, პროპორციულის შემოღება, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა და მისი სამართლიანი დაკომპოლექტება, შეიძლება ამ წონის კიდევ რაღაც საკითხი დასახელდეს,  მაგრამ, იქვე ვამბობთ, ეს ჩვენ გვინდა 16 დეკემბრამდე. თუ ვინმეს უნდა,  რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას მიაბას ეს თემა, ეს არის ცუდი საქციელი,“-ამბობს კაციტაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები