იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს 18 ახალი მოსამართლის შერჩევას იწყებს.
არასამთავრობო სექტორი საუბრობს, რომ იუსტიციის საბჭო ახალი საკონსტიტუციო ნორმების ამოქმედებას მოუმზადებელი ხვდება და კანონში არ არის ზუსტად გაწერილი თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩენ მოსამართლეები.
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე იქნება.
„უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენა საქართველოს პარლამენტში დაიწყება კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება პასუხი კითხვაზე,“-ამბობს მიქაუტაძე.
ანა დოლიძე კი შიშობს, რომ კანონში ბუნდოვანმა განმარტებებმა შესაძლოა უზენაესი სასამართლოს პოლიტიკური კუთვნილებით დაკომპლექტებას შეუწყოს ხელი.
„ოცნებას" შეეძლება, თუ მოინდომა, თუ კარი არ გააღო, შეეძლება ისევ საკუთარ პარტიასთან აფილირებული არადამოუკიდებელი პირი შეიყვანოს უზენაეს სასამართლოში,“-ამბობს ანა დოლიძე.