სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ მისი ინაუგურაციის ცერემონია თელავში შედგება. ინაუგურაციის მოსამზადებლად კი სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა, რომელსაც კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ცერემონიას დაესწრება ყველა იმ ქვეყნის დელეგაცია, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთოებები გვაქვს.
„როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან თელავია, მე მინდოდა ვყოფილიყავი ის ვინც გეტყოდათ ამის შესახებ,"-აცხადებს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება, სხვა დეტალებზე ის უფრო კონკრეტულად არ საუბრობს. როგორც უკვე ცნობილია, ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში შედგება.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ამბობს, რომ დეტალები თანხმდება და სად ან როგორ გაიმართება ინაუგურაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ავტორი: ნინო გაზდელიანი