საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე შეფასება და კრიტიკა მოულოდნელი არ არის ოპოზიციისთვის.
გაერთიანებული ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი ძალიან დეტალურად ადევნებდა თვალს წინასაარჩევნო პერიოდსა თუ მეორე ტურის მიმდინარეობას.
პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოს დემოკრატიული რეპუტაცია დააზიანა.
„მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი დარღვევები ნიშნავს იმას, რომ ამ მნიშვნელოვანმა და მრავალრიცხოვანმა დარღვევებმა გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე. ის, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული რეპუტაცია გაანიავა და ძალიან გაუჭირდება ამის შემდეგ მითიურ რეფორმების მესამე თუ მეოთხე ტალღაზე ლაპარაკი, ეს ფაქტია,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკვე მესამედ ეხმაურება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით და ყურადღებით დააკვირდება, როგორ შეასრულებს ქართული მხარე ახალ კონსტიტუციას.