19 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
„ეს არის მოქალაქის მოთხოვნა, რომელსაც მაპატიეთ და ყელში ამოუვიდა სიღარიბეში ცხოვრება" - გრიგოლ ვაშაძე 16 დეკემბრის აქციაზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიცია საკუთარ სამომავლო გეგმებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ფართო კონსულტაციების პარალელურად, სადაც  დღეს სრული ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდა, რომ ვადამდელი არჩევნები და საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდა მოითხოვონ, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს აქციას ძალაში ტოვებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამ აქციის მიზანი იქნება ამომრჩევლისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას დაესწრნენ და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან - ისინი ამბობენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქციას მხარს უჭერენ.

„ეს არის მოქალაქის მოთხოვნა, რომელსაც მაპატიეთ და ყელში ამოუვიდა სიღარიბეში ცხოვრება, სანამ ესენი ერთი ინჰალაციიდან მეორეზე მიდიან. აღარ უნდათ ამ ადამიანებს ასე ცხოვრება როდესაც 700 მილიონია გამქრალი, როგორც მამამთავარმა ინტერვიუში ბრძანა, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, 900 მილიონი არის წელს დაუხარჯავი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აღარ უნდა მოქალაქეს ასე ცხოვრება. მოქალაქეს სჭირდება პროფესიული მთავრობა და არა მთავრობა რომელიც შერჩეულია ბიძაშვილ-მამიდაშვილობით,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

დღის ამბები