19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ინაუგურაციის წესის ცვლილება რჩეული კანდიდატის გამო - სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეფის სასახლეში დადებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიცს თელავში ერეკლე მეფის სასახლეში დადებს. რამდენი დაჯდება ინაუგურაცია, ჯერ უცნობია. ეს სცენარზეა დამოკიდებული. სტუმრების სია კი გრძელია.

მხატვარ თამარ ფოცხიშვილის თქმით, ინაუგურაციის  განსხვავებული და სადა იქნება. იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი მმართველი არ არის, შემოქმედებითი ჯგუფის ინსპირაციის წყარო შესაძლოა, თამარ მეფეც გახდეს.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ინაუგურაციის სამზადისმა და ადგილზე ფიქრმა მთავრობას პრეზიდენტის ბრძანებულება დაავიწყა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას გაახსენეს ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანება, სადაც წერია თუ სად უნდა დადოს ფიცი პრეზიდენტმა.

17 წლის წინანდელი ბრძანებულებით, ინაუგურაციის ადგილად პარლამენტის შენობაა განსაზღვრული, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ წესის შეცვლას აპირებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საპრეზიდენტო ფიცს იმ ქალაქში დადეს, რომელმაც ის პრეზიდენტად არ აირჩია. საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებისა და რუსთავის შემდეგ თელავი მესამე ქალაქია, სადაც, ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა ხმა ოპოზიციას მისცა.

ოპოზიციის აზრით კი, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისის გარეთ იმიტომ გაიმართება, რომ რომ ხელისუფლება ხალხისგან გარბის.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები