ნიკა რურუას დღეს, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცოტა ხნის წინ მისი ცხედარი ზანდუკელის ქუჩიდან ვერის სასაფლაოს ეკლესიაში გადაასვენეს.
პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა გულის შეტევით 4 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, კულტურის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური გაერთიანების აქტიური წევრი 50 წლის იყო.
ნიკა რურუას დღეს 15:00 საათზე დაკრძალავენ. რურუასთან გამოსამშვიდობებლად მიის მეგობრების და ახლობლების ნაკადი არ წყდება.
„მართლაც განსხვავებული ადამიანი იყო, რომელმაც თავადაც არ მალავდა, მოახერხა და ეს საწყისი თავისი ცხოვრების შეცვალა. ვინმემ თუ განიცადა მეტამორფოზა ცხოვრებაში. იცით რა იყო ყველაზე სასიამოვნო და ალბათ იშვიათი, რაც ძალიან ცოტას აქვს და რითიც გამოირჩეოდა ყველაზე მეტად, ყოველდღიურ რეჟიმში მართლაც საუბრობდა, მსჯელობდა, ფიქრობდა სახელმწიფოებრიობაზე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
გვიან ღამემდე არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ზანდუკელის ქუჩაზე. მეგობრები და თანამებრძოლები ოჯახისთვის მწუხარების გამოსახატად მიდიოდნენ.
„ნიკა რურუა ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი და მე მასთან სულიერი სიახლოვე მაკავშირებდა. ძალიან ცოტა მეგულება საქართველოში, ახლო წარსულშიც მათ შორის, ისეთი ადამიანი, რომელსაც ამდენი რამის გაკეთება მოესწროს,“ - განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.
ნანუკა ჟორჟოლოანოს თქმით, მიკა რურუა იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი წარსულიდან იქცე სწორ მოქალაქედ და ნებისმიერ დროს ცხოვრება თავიდან დაიწყო.
„ნიკა არის საუკეთესო მაგალითი ჩემი ნაცნობებიდან, ვისაც კი მე ვიცნობ, ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ნებისმიერი წარსულიდან შეიძლება იქცე სწორ მოქალაქედ და შეიძლება თავიდან დაიწყო ცხოვრება ნებისმიერ დროს. ამის საუკეთესო მაგალითია და მე ვისაც ვიცნობ ძალიან ცოტა ადამიანის შორის არის, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა,“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.