19 ნოემბერი 2024,   15:18
ვრცლად
"მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ არ მოხდეს პროვოკაცია" - ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ატოცში არსებულ ვითარებაზე საუბრობს 

სოფელ ატოცში ამ დროისთვის სიმშვიდეა და რუსი ჯარისკაცების მიერ ახალი ბარიკადების მშენებლობა არ მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები მუდმივად ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, თუმცა ქართული მხარე ამის ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს.

„ამ კონკრეტულ მომენტში და ბოლო ინფორმაციით არანაირი სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობს ატოცში ან სხვა მონაკვეთზე. რომელიც უკანონო ბარიკადების მშენებლობას უკავშირდება. რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა ის არის, რომ პრევენცია მოხდეს, არ ხდებოდეს რეგულარული და მუდმივი  პროვოკაციები. და გარწმუნებთ, რომ ადგილობრივი დონიდან, რიგითი პოლიციელებიდან, რომლებიც არიან იქ განთავსებული დღის დღის და ღამის განმავლობაში, მათი მთელი ძალისხმევა, ისევე როგორც სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ არ მოხდეს პროვოკაცია,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსი ოკუპანტები სოფელ ატოცში გუშინ გამოჩნდნენ. ისინი ბორდერიზაციის პროცესის დაწყებას გეგმავდნენ. ჯარისკაცები ტერიტორიაზე გვიან საღამომდე იმყოფებოდნენ და მხოლოდ დაბინდებისა და წვიმის შემდეგ წავიდნენ. 

დღის ამბები