19 ნოემბერი 2024,   15:16
ვრცლად
ჩვენ ვაფრთხილებდით სახელმწიფოს, რომ დადგებოდა ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნა - ომბუდსმენი მერაბიშვილის საქმეზე 

ჩვენ ვაფრთხილებდით სახელმწიფოს, რომ დადგებოდა ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნა - აცხადებს სახალხო დამცველი ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით,

ნინო ლომჯარიას განცხადებით, რაც მინისტრთა კომიტეტმა თქვა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი იმავეს ამბობდა ჯერ კიდევ გასული წლის ანგარიშში.

ომბუდსმენის თქმით, ახლა საკითხავია პროკურატურა რამდენად იქნება ის უწყება, რომელმაც ეს საკითხი უნდა გამოიძიოს, რადგან სწორედ ყოფილი პროკურორია ერთ-ერთი ის სავარაუდო პირი, ვინც შესაძლოა ციხიდან გაყვანის საქმესთან კავშირში ყოფილიყო.

„კონკრეტულად პატიმრის გაყვანის საკითხი, რითიც დაადგინა სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა უნდა გამოიძიოს ინსტიტუციურად დამოუკიდებელმა ორგანომ.

მე არ ვიცი რამდენად შეძლებს ეს გამოძიება აწარმოოს პროკურატურამ. რადგან, სავარაუდოდ სწორედ ყოფილი მთავარი პროკურორი და პროკურორები იყვნენ ჩართული ამ საქმეში, თუნდაც წინა გამოძიებაში.

ჩვენ ვაფრთხილებდით სახელმწიფოს რომ ამ საკითხზე დადგებოდა დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნა“-ამბობს ლომჯარია.

ევროსაბჭოს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები