19 ნოემბერი 2024,   15:18
ვრცლად
მმართველი პარტიის კანდიდატმა მეორე ტურში საეჭვო საარჩევნო კამპანიის პრიობებში გაიმარჯვა - გერმანული მედია

არის თუ არა საქართველო კვლავ ევროპისკენ მიმავალ გზაზე საპრეზდენტო არჩევნების შემდეგ? - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული პორტალი "ფრაიჰაიტი."

გამოცემა წერს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატმა მეორე ტურში საეჭვო საარჩევნო კამპანიის პირობებში გაიმარჯვა.

ავტორის შეფასებით, არჩევნებმა საქართველოში კატასტროფული სურათი დატოვა და შეიძლება კითხვები დაისვას რამდენად აპირებენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის კუთვნილება გახდეს.

სტატიის თანახმად, ქვეყანაში სადაც ოლიგარქი სურვილისამებრ მართავს პოლიტიკასა და ეკონომიკას, უფრო მეტად მოქმედებს თავისი იდეებით, პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე - ევროპული ღირებულებები ნაკლებად იგრძნობა.

"მოსახლეობის დიდი ნაწილის მოქრთამვის მცდელობა ვალების ჩამოწერის სახით, მთელი ხალხის მიმართ არის თაღლითობა,“ - წერს გერმანული პორტალი "ფრაიჰაიტი."

დღის ამბები