სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია შესაძლოა, სამ ლოკაციაზე გაიმართოს - ეს განცხადება პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ, კახი კახიშვილმა, გუშინ საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ამ ეტაპზე სცენარის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ინაუგურაციის ღონისძიება თელავსა და წინანდალში იგეგმება, მესამე ლოკაცია კი შესაძლოა, მთაწმინდის პანთეონი იყოს.
ამ ეტაპზე ასევე უცნობია სტუმართა რაოდენობა და უცხოური დელეგაციები, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან.