სიძის საქმეზე დღეს პირველი განმარტება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი მინდია გოგოჭურის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ზეწოლას ან გარიგებას უარყოფს.
„მე ყველა ეტაპზე, ყველა საკითხზე რაც მიმდინარეობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში კომენტარი მქონდა გაკეთებული. შეფასება მქონდა გაკეთებული მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მინდა რომ იცოდეს საზოგადოებამ, რომ არანაირი მცდელობა იმისა რომ ვინმეს შანტაჟი მოეხდინა არ ყოფილა, არც არანაირი გარიგება არ არსებობს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.