09 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ისრაელის პრემიერის პოსტს მეოთხე ვადით ბენიამინ ნეთანიაჰუ დაიკავებს

ისრაელის პრემიერის პოსტს მეოთხე ვადით ბენიამინ ნეთანიაჰუ დაიკავებს.

საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია "ლიკუდი " ლიდერობს და ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, კოალიციური მთავრობის ფორმირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

წინასწარი მონაცემით, "ლიკუდი" საკანონმდებლო ორგანოში 30 ადგილს დაიკავებს.

მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ორ პარტიასთან, რომლებიც მთავრობის ჩამოყალიბებაში მიიღებენ მონაწილეობას.

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში ებრაელთა წმინდა ადგილი - დასავლეთის კედელი მოინახულა და ილოცა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები