09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ტუნისში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

ტუნისში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთაგან 17 ევროპელი ტურისტია, ორი კი ადგილობრივი. დაღუპულები არიან იტალიის, ესპანეთის, პოლონეთისა და გერმანიის მოქალაქეები. საავადმყოფოში 20-ზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს.

შეირაღებულმა პირებმა ცეცხლი დედაქალაქის ცენტრში მდებარე მუზეუმთან იმ დროს გახსნეს, როდესაც ტურისტების ჯგუფი ავტობუსიდან ჩამოდიოდა, მოგვიანებით კი მათ მძევლები უშუალოდ შენობაშიც აიყვანეს.

სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ორი თავდამსხმელი მოკლეს, რამდენიმე ეჭვმიტანილს კი ამ დრომდე ეძებენ.

გათავისუფლებულია ყველა მძევალი.

დღის ამბები