19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა 

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ ის საკუთარ დედას სასამართლოში უჩიოდა და დავის საგანი სწორედ გადაუხდელი ვალი იყო. დღეს მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მას არანაირი ვალი არ გააჩნია. თუმცა ვალი პრემიერის ოჯახმა მხოლოდ 2017 წელს, ფინანსთა მინისტრის პოსტზე მის დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე დაფარა.

„შაბათის კურიერის“ სიუჟეტის მომზადებისას კურიერის კითხვამ, რატომ უჩივლა პრემიერმა დედას სასამართლოში, საქართველოს მთავრობის მეთაური გააბრაზა. დღეს კი მან სპეციალურ ბრიფინგზე ამ კითხვის დასმისთვის მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ბრიფინგისას შეგნებულად არ ისაუბრა.

"ისე, როგორც 10- ათასობით  ოჯახს საქართველოში, ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ვალი და  ეს ვალი არის გასტუმრებული.

გასტუმრებული იქნა ეს ვალი და ისე იქნა გასტუმრებული, რომ  ეს რუსთავი2-მაც ვერ დამალა.

როცა ვსაუბრობთ სასამართლო დავაზე , ხელშეკრულებაში იყო სამართლებრივი ხარვეზი მოხდა ამის გასწორება  და მოხდა ვალის გადახდა და ისტორია დაიხურა.

როდესაც მე დავიწყე საუბარი, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე, ჭარბვალიანობაზე, კონკრეტულად. ამის გამომწვევ მიზეზებზე, ბუნებრივია, მე მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები და ის ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული და ეწინააღმდეგებიან ყველანაირად იმისთვის რომ მოხდეს ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება, ისინი შეეცდებოდნენ სხვადასხვა უკაცრავად და სისულელეების მოტანაც.

რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ ჩემს ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის წინ მოხდა ამ სახლის შეძენა, რამე კავშირში აქვს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან. ან მეზობლის მიწის ნაკვეთს მომაწერენ, ან მე შეიძლება ჩემი ოჯახის წევრებს ვუჩივლო, რომ ვალი არ გავისტუმრო და ასეთ საკითხებს, რაც უფრო მეტი დეზინფორმაცია წამოვა, ეს იქნება კარგი მაჩვენებელი, რომ ემ და ჩემი გუნდი ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ"-ამბობს ბახტაძე.  

სკანდალური ისტორია 2011 წლის 23 სექტემბრიდან იწყება, როდესაც პრემიერის დედამ ორი მოქალაქისგან, ჯამში, 120 ათასი დოლარი ისესხა. ფულის დაბრუნების გარანტად კი გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით მცხეთაში მამუკა ბახტაძის ოთხსართულიანი სახლი დატვირთა.

"კურიერის" მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მამუკა ბახტაძემ დედას უფლება მისცა, მისი სახლი იპოთეკით დაეტვირთა და სესხი აეღო.

მოქალაქე იამზე კალანადაძისა და კიდევ ერთი პირისგან მანანა ნატიაშვილმა, ჯამში, 120 ათასი დოლარი სამი თვით ისესხა, თვეში სარგებელი თანხის 4% ანუ 4800 დოლარი უნდა გადაეხადა და ფული წლის ბოლოს უკან უნდა დაებრუნებინა.

ირკვევა, რომ პრემიერის დედამ ფული უკან არ დააბრუნა, ამიტომ იპოთეკარებმა აღსრულების ბიუროს მიმართეს და 2012 წლის ზაფხულში მამუკა ბახტაძის ოჯახს მცხეთის სახლიდან ასახლებდნენ, პრემიერის სახლი იძულებით აუქციონზე გასაყიდად გაჰქონდათ. სწორედ ამ დროს დაიწყო მოქმედება მამუკა ბახტაძემ და დედას სასამართლოში უჩივლა.

ბახტაძე ასაბუთებდა, რომ დედამ, რომელთან ერთადაც ერთ სახლში ცხოვრობდა და რომელსაც მისცა უფლება, მისი სახელით ქონება იპოთეკაში ჩაედო, სესხი ისე აიღო, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები