09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ტუნისში მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანია გარდაცვლილი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტუნისში, ბარდოს მუზეუმში მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან 17 ტურისტი იყო.

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ქვეყანა ტურისტებით სავსე ავტობუსებმა დატოვეს.

ქვეყნის პრემიერი კი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ტერორისტები ვერ მოახერხებენ ტუნისის დემოკრატიული რესპუბლიკის შერყევას.

მომხდარს გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოებაც. გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო თავდასხმა.

გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა.

დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის მოქალაქეები. ტერაქტის შედეგად კი 50 ადამიანია დაშავებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები