საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახდა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერმინისტრმა მოაწერა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობას შალვა ხუციშვილი ასრულებდა, რომელმაც გიორგი მღებრიშვილი შეცვალა.
თემურ მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე 2014-2015 წლებში შს მინისტრის მოადგილე იყო.