პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას ემშვიდობება. ქვეყნის მეთაურმა ჰუმანური იდეებისა და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პირები დააჯილდოვა.
სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო მიიღეს რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ, ფეხბურთელმა გურამ კაშიამ, სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა, მიტროპოლიტმა ისაიამ და სხვა მოქალაქეებმა.
საზეიმო მიღება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა.