ტერეზა მეი ბრექსიტის გარიგების გადასარჩენად დახმარებას ევროპელ ლიდერებს სთხოვს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჰოლანდიის შემდეგ ბერლინში ჩავიდა და კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.
მისი ვიზიტის დაწყებას წინ უძღოდა კურიოზი. ტერეზა მეის მანქანის კარი ჩაიკეტა და დაცვამ მისი გახსნა რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოახერხა.
დღესვე ბრიტანეთის პრემიერი ბრიუსელში მოლაპარაკებას ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართავს, თუმცა, ევროპის ლიდერები გარიგების შესახებ ხელახალ მოლაპარაკებას გამორიცხავენ.
ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირი არ აპირებს ახალი დიალოგის დაწყებას, თუმცა, გარიგებაში გარკვეული სიცხადის შეტანას შესაძლებლად მიიჩნევს.
ტერეზა მეი კი აცხადებს, რომ პარლამენტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მას ევროპელებისგან ირლანდიის საზღვრის საკითხზე უფრო მეტი გარანტია სჭირდება.
კენჭისყრა თემთა პალატაში 21 დეკემბერს ჩაინიშნა.
ოპოზიციური პარტიები ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდიან. ლეიბორისტებმა პრემიერს გადადგომაც ურჩიეს.