19 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
2016 წლის არჩევნების დროს 12 ბაგა-ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს - ადვოკატი ბექა კვინიკაძე პოლიტიკური ნიშნით დევნაზე

ადვოკატი ბექა კვინიკაძე პოლიტიკური ნიშნით ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს.

ბექა კვინიკაძეს მაგალითად 2016 წლის არჩევნები მოჰყავს, როდესაც 12 ბაგა-ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს.

„დღევანდელმა მმართველმა ძალამ როდესაც გადაიბარა თბილისშიც მთავრობა, აირჩიეს ახალი მერი დავით ნარმანიას სახით და საკრებულოც დაკომპლექტდა ქართული ოცნების უმრავლესობით, ახალი ხელმძღვანელი მივიდა სააგენტოში და უკვე დაიწყო ბაღებში ე.წ. მონიტორინგის შეშვებები და თითიდან გამოწოვილი, სამართლებრივად არც ვიცი, რა ვუწოდო ამას, რაღაც დასკვნების დადება და შემდეგ ამის საფუძველზე დირექტორების გათავისუფლება,“ - განაცხადა კვინიკაძემ.

კვინიკაძეს პოლიტიკური დევნის ერთ-ერთ მაგალითად თბილისის მე-19 ბაგა-ბაღის დირექტორის შემთხვევა მოჰყავს, როდესაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმისთვის, რომ მზარეულს 200 გრამი კარაქი დარჩა მაგიდაზე.

ბექა კვინიკაძე ამბობს, რომ გაფრთხილების მიცემის გარეშე ათავისუფლებენ დირექტორებს.

„ამ 12 ადამიანში არიან ისეთები, რომლებიც კონკურსის გზით დაინიშნენ და 2007 წლიდან მუშაობს. ჩვენ გვაქვს ისეთი საკითხი, რომ საერთოდ ბაღში ინფრასტრუქტურა რომ არ არსებობდა, ამ ხალხმა შექმნა და, როდესაც 2016 წელს ეს ხალხი გაათავისუფლეს და სასამართლოში ჩვენ გავასაჩივრეთ, მათ ჰქონდათ ძალიან კარგი გამოფენა ჩატარებული, რა იყო მათი ბაღები და რა გახადეს შემდეგ ამ წლების განმავლობაში,“ - ამბობს ადვოკატი.

ბექა კვინიკაძის განცხადებით, დირექტორების ნაწილი ფინანსური პრობლემის წამოწევით მოხდა. თუმცა, ადვოკატის თქმით, ამ დირექტორების გათავისუფლების დასაბუთებაში ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის.

„ეს ჩაატარა ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურმა. უკვე აქ მონიტორინგი მერიამ გააგზავნა და მერია წარმოჩინდა ამ საქმეში და უკვე ამ 9 დირექტორს ედავებიან, რომ მათ კვებაზე გასწიეს რამდენიმე თეთრით მეტი,“ - აცხადებს ბექა კვინიკაძე. 

დღის ამბები