19 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"ეს, არჩევნების გარდა, იყო ყველაფერი, ფაქტობრივად, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" - ლევან ხაბეიშვილი

„ეს, არჩევნების გარდა, იყო ყველაფერი, ფაქტობრივად, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იყო,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, გააკეთა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩვენების პერიოდში ძალადობა და პოლიტიკური ზეწოლა მმართველი პარტიის აქტივისტების მხრიდან ხორციელდებოდა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ თუნდაც მასწავლებლების გათავისუფლება რეალური მიზეზის გარეშე ხდებოდა.

„პოლიტიკური დევნა იყო, გახარიამ ჩაიბარა სამეგრელო, იმერეთი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლილუაშვილმა, კახეთში კრიმინალებმა და ღარიბაშვილის სიმამრმა და ვიღაცებმა ჩაიბარეს არჩევნები. ეს ყველაფერი ხომ ვნახეთ, ეს ყველაფერი არის ზედაპირზე,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, გათავისუფლების მცდელობას ეხმაურება და ამბობს, რომ შს მინისტრის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებდნენ მსგავს გადაწყვეტილებას, რადგან სამეგრელოში არჩევნების ჩატარებას სწორედ გიორგი გახარია კურირებდა.

„შს მინისტრი არის ლაჩარი, რომელიც იმალება, გაიძურწა, აღარ ჩანს და განცხადებას არ აკეთებს ამ თემაზე... ამ ადამიანების უკან არიან ოჯახები, ამ ადამიანებს სახლში ელოდებიან შვილები, ამ ადამიანებს სახლში ელოდება მეუღლე, ელოდება შვილიშვილი, მცირეწლოვანი ბავშვები უყურებენ ამ ყველაფერს და როგორი სტრესის ქვეშ უწევს ამ ადამიანებს ცხოვრება. მერე ვიღაც გამოვა და დაყენებული სახით იტყვის, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დევნა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები