19 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
"შვილო, გაზს დაუწიე, ნუ თავხედობ და უზრდელობ პარლანეტში" - ნუკრი ქანთარია ნიკა მელიას მიმართავს

„მინდა, ნიკა მელიას ვუთხრა: შვილო, გაზს დაუწიე, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში“ - ნიკა მელიას პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ მიმართა.

ქანთარიამ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, რომ მათ საპრეზიდენტო კანდიდატს ხმა მისცეს, რადგან მათ დაპირისპირების საფრთხე იგრძნეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებმაც ეს ხიფათი ძალიან ზუსტად იგრძნეს და დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ, მიუხედავად წყენისა და მათი მეშვეობით, მოხდა ის, რომ ჩვენ ეს ხიფათები ავიცილეთ,“- განაცხადა ქანთარია.

დაპირისპირება დეპუტატებს შორის და პარლამენტის სხდომაზე გამოცხადებული ტექნიკური შესვენება - დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

ჩხუბი ნიკა მელიას მწვავე გამოსვლამ გამოიწვია. მან თავის განცხადებაში მმართველი პარტიის დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარე კრიმინალებად მოიხსენია და განაცხადა, რომ ეს იყო სისხლიანი არჩევნები.

სწორედ მელიას ამ გამოსვლას მოჰყვა ირმა ინაშვილის გაღიზიანება და მან დეპუტატს ფურცლები შეაყარა, ხოლო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა კი მას ზურგიდან ჩაარტყა.

 

დღის ამბები