19 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
„ხორბლის ფასმა აიწია მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ჩვენი პურის ფასზე" - ქობულია

ეკონომიკის მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი პურის ფასის მატებას გარე ფაქტორებს უკავშირებენ. გიორგი ქობულია განმარტავს, რომ ხორბლის ფასმა მსოფლიო ბაზარზე მოიმატა, რაც საქართველოზეც აისახა.

თუმცა მინისტრის თქმით, სამინისტრო თვალყურს მიადევნებს კონკურენციის სააგენტოს კვლევას, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი არაკონკურენტულ გარიგებას.

„ხორბლის ფასმა აიწია მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ჩვენი პურის ფასზე. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინაც ვთქვი: ჩვენ, ხომ როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, პურის ფასი არის კომერციულად ფორმირებადი ფასი. თუ ხორბლის ფასმა აიწია და მწარმოებელს ხორბალი შემოაქვს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ამას ის ფასში ასახავს.ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ არის რაღაც არაკონკურენტული გარიგება,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები