09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
პოროშენკომ "დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ" კანონს ხელი მოაწერა

პეტრე პოროშენკომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ამ სტატუსს მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ მიიღებენ.

უკრაინის ლიდერი ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტსაც.

ჯოზეფ ბაიდენის განმარტებით, ამერიკელი სპეციალისტები უკრაინის ეროვნული გვარდიის 800-მდე სამხედროს გაწვრთნას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

პარალელურად, ცნობილია, რომ დასავლეთი ამ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას არ აპირებს.

ამ საკითხზე ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი სატალეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

დღის ამბები