19 ნოემბერი 2024,   15:18
ვრცლად
„რუსეთი არ ცვლის თავის აგრესიულ ქმედებებს და პირიქით ზოგიერთ შემთხვევაში უფრო აძლიერებს აგრესიას“ - აპატურაი უსაფრთხოების დაცვის ახალ გეგმაზე საუბრობს

„ნატოს შიგნით აღიარებულია, რომ რუსეთი არ ცვლის თავის აგრესიულ ქმედებებს და პირიქით ზოგიერთ შემთხვევაში უფრო აძლიერებს თავის აგრესიას,“- ეს განცხადება, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

რუსული აგრესიის, რომ უარეს ხასიათს იღებს ერთ-ერთ მაგალითად ჯეიმს აპატურაიმ ქერჩის სრუტეში მომხდარი თავდასხმა დაასახელა, როცა უკრაინელ მეზღვაურებს რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და მეზღვაურები დააკავა.

მან მაგალითად მოიყვანა ასევე სკრიპალების საქმე და ჰაკერული თავდასხმები. აპატურაი ამბობს, რომ უსაფრთხოების დაცვის საკითხებში ნატო ეხმარება საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთს. მისი თქმით,ნატოს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს ახალი გეგმები, რომელიც მალე გახდება ცნობილი.

ამის პარალელურად , აპატურაი რუსეთთან დიალოგიც საჭიროებაზეც საუბრობს. მისი თქმით, დიალოგი საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთმა დაინახოს ის ვითარება, რომელიც თავად შექმნა.

“ამის ბოლო დროინდელი მაგალითებია ინციდენტი უკრაინასთან, როდესაც გემებს გაუხსნა ცეცხლი და დააკავა მეზღვაურებთან ერთად, სკრიპალების მოწამვლის ფაქტი, ჰაკერული თავდასხმები ნიდერლანდებში. ეს ჩვენებს, რომ მისი საქციელი უარესი ხასიათის მატარებელი ხდება. ჩვენ ნამდვილი გამოწვევის წინაშე ვდგავართ რუსეთის გამო უამრავი მიმართულებით. რას ვაკეთებთ ჩვენ - ვქმნით ძლიერ კოლექტიურ თავდაცვას, ვეხმარებით პარტნიორებს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, დასავლეთ ბალკანეთს ვაძლიერებთ, ვაგრძელებთ კიბერთავდაცვას, სტრატეგიული კომუნიკაციების დაცვას.

ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება შესაძლებლობების მაღალი დონის სპექტრი, მაგრამ ვიცით ისიც, რომ საჭიროა დიალოგი რუსეთთან. ვთავაზობთ დაინახოს ის ვითარება, რომელიც თავადვე შექმნა. ვიწყებთ დიალოგს რათა ვუთხრათ, რომ შეცვალოს საკუთარი ქმედებები. რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. გვაქვს ახალი იდეები, რომელსაც მომდევნო კვირების განმავლობაში განვავითარებთ,“-ამბობს აპატურაი.

ამავე თემაზე
დღის ამბები