09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ტუნისის პრეზიდენტი ტერორიზმთან დაუნდობელი ბრძოლის დაწყების პირობას დებს

ტუნისის პრეზიდენტი ტერორიზმთან დაუნდობელი ბრძოლის დაწყების პირობას დებს.

მუზეუმზე თავდასხმას გუშინ 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 17 უცხოელი ტურისტია. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება 40-ზე მეტი დაჭრილი.

ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

სპეცსამსახურის თანამშრომლები თავდამსხმელთა შესაძლო თანამზრახველებს ეძებენ. ორი ტერორისტი შტურმის დროს მოკლეს.

თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მუზეუმის დასათვალიერებლად მისული ტურისტები ავტობუსიდან ჩამოდიოდნენ. სროლის დროს მათ შენობას შეაფარეს თავი და თავდამსხმელთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

მომხდარი დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.

ბარაკ ობამა ტუნისის ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები