19 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
ზუგდიდის მერია ტენდერების სკანდალში კიდევ ერთხელ ეხვევა - "გამჭვირვალობა" კვლევას აქვეყნებს

კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე ზუგდიდის მერიის გარშემო - "საერთაშორისო გამჭირვალობა" კვლევას აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სამშენებლო კომპანია 70-დან ყველაზე მსხვილ 39 ტენდერში გამარჯვებული გახდა.

ყოველი პროექტის შესრულების ხარისხი თავად მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა ჯაიანმა ჩაიბარა. ის იყო სატენდერო კომისიის წევრიც და ამ კომისიის 14-ვე წარმომადგენელი მისი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული.

ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას ამ კომპანიისთვის ხელსაყრელი სატენდერო პირობების შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ ბიზნესს "ქართული ოცნების" გავლენიანი ლიდერები, გია გულორდავა და კახი კალაძე, ლობირებენ.

დღის ამბები