19 ნოემბერი 2024,   15:18
ვრცლად
ეს კონსტიტუცია აკანონებს იმ ძალადობრივ რეალობას, რაშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს - ჭიაბერაშვილი

„დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა მოწოდებულია მხოლოდ ერთ რამეზე, რომ აღასრულოს ბიძინა ივანიშვილის სურვილები,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

ჭიაბერაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ახალი კონსტიტუცია რეალური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა.

„ეს კონსტიტუცია აკანონებს იმ ძალადობრივ რეალობას, რაშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს და სასამართლოს რეფორმირების შესაძლებლობას სპობს, რომ ზაზა სარალიძემ და მისმა მსგავსმა ადამიანებმა სამართალი იპოვონ ამ ქვეყანაში. რაც ყველაზე მთავარია, ეს კონსტიტუცია ინარჩუნებს იმ უსამართლო საარჩევნო სისტემას, რომლის წყალობითაც "ქართულმა ოცნებამ", თუნდაც 2016 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა," - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშილის ფიცის დადების შემდეგ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მთავრობის კონტროლი უკვე პარლამენტის პრეროგატივა ხდება. 

დღის ამბები