ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შეხვედრა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" პროტესტის ნიშნად დატოვეს.
შედეგების შეჯამების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე ოპოზიციის პროტესტს გამოეხმაურა.
"კომისიის წევრებს კანონმდებლობის თანახმად უფლება აქვთ, რომ კომისიის სხდომაზე გამოხატონ და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. მათ დააფიქსირეს საკუთარი აზრი და დატოვეს კომისიის სხდომა. რაც შეეხება დარღვევებს და შეფასებებს, არჩევნების თითოეული შეფასება არის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ,“-ამბობს მიქელაძე.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ხმათა 40,48% (780 680 ხმა), სალომე ზურაბიშვილმა კი ხმათა 59,52% (1 147 701 ხმა).
საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია სალომე ზურაბიშვილი.