„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისული ქალბატონი უეცრად გარდაიცვალა. 80 წლის ქალბატონს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა. შემთხვევის დროს დაცვის სამსახურის თანამშრომელი იმყოფებოდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხანდაზმული გარდაცვლილი დახვდა. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ქალბატონი „ენმ“-ის ოფისში ადრეც მისულა.
„მესამედ იყო მოსული, რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა კიდეც პოლიტიკურ ლიდერებთან რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ეს ადამიანი იყო მოსული. დღესაც, რაღაც კონკრეტული დახმარების მიზნით მოვიდა ოფისში, თუმცა, კონკრეტული სათხოვარის თქმა ამ ადამიანმა ვერ მოასწრო. ასობით ასეთი გაჭირვებული ადამიანი დადის ამ ოფისში სათხოვნელად და დარწმუნებული ვარ არა მარტო ამ ოფისში, იქ, სადაც ისინი ფიქრობენ, რომ რაიმე დახმარებას მიიღებენ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.