19 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
"ეს წესი სპეციალურად სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის არ გაუქმებულა" - კახიშვილი ცვლილებაზე

საინაუგურაციო პროტოკოლისა და წესების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება შევიდა. განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა. 

მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ ბრძანებულებაში შეიტანა ცვლილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ცვლილებები ინაუგურაციის წესში სპეციალურად სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების დღისთვის არ შეუტანიათ. მისი განცხადებით, 2001 წლის კანონი შესაბამისობაში მოვიდა ახალ რეალობასთან.

"ეს წესი სპეციალურად სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის არ გაუქმებულა ,თქვენ თუ იმ ბრძანებულებას იცნობდით, ვგულისხმობ 2001 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებას, იქ ფაქტობრივად, არის ისეთი მუხლები რომელიც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში ამ ბრძანებულების შეცვლა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობდით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და როგორც თქვენ ნახეთ მაცნეში გამოქვეყნდა ახალი წესი.

თქვენ თუ კარგად გაეცნობით 23-ე მუხლს იქ ისეთი თანამდებობის პირები არიან მითითებული, რომლებიც ფაქტობრივად არც არსებობენ, სახელმწიფო მინისტრი, რომელიც უკვე აღარ არსებობს, პარლამენტის შენობა რუსთაველზე, რომელიც დეიურეა, აღარაა რუსთაველზე.სინქრონიზაციის გულისთვის მოხდა ამ ყველაფრის დამუშავება,"-ამბობს კახიშვილი.

რაც შეეხება ინაუგურაციის სამზადისს. რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი ამბობს, რომ პირველი რეპეტიცია ჯართან ერთად გავლილია.

ინაუგურაციის ცერემონიალს კანონი არეგულირებს და შესაბამისად, საინაუგურაციო კომისიას ცვლილებები არ შეუტანია. მისივე თქმით, ღონისძიება პომპეზური არ იქნება.  

დღის ამბები