17 მარტი 2025,   06:49
ვრცლად
"რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს უკანასკნელ ლაჩარ ადამიანებთან" - ზალიკო უდუმაშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „თელავში მაინც ჩავაღწევთ"- ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, ზალიკო უდუმაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს დღეს ჩავიდოდნენ თუ არა ოპოზიციის მხარდამჭერები თელაში, ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი ხალხის უფრო ხმამაღალი პროტესტის ხმას გაიგებენ.

      „მთავარი არის ის, რაც დაგვახვედრა ხელისუფლებამ ჩვენ. რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს უკანასკნელ ლაჩარ ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარი აჩრდილისაც კი ეშინიათ, არა თუ ხალხის და ხალხის ხმის... ასეთი სიმხდალე მე არ მინახია, ვისთვის ჩაატარეს ინაუგურაცია, 200 ადამიანისთვის? და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისთვის რა? არაფერი ხომ? მთლიანად ჩამოირეცხა, ქართულ ოცნებას სახე აღარ დარჩა. ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ერთო ოლიგარქის დაფუძნებული ფეოდალური სახელმწიფო, სადაც 200 მინი ფეოდალი ჰყავს დამონებული,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

      უდუმაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ შეურაცხყოფას არ აპატიებს.

      „იმ შეურაცხყოფას, რომელიც მათ 28 ნოემბერს მიაყენეს და წაართვეს და წაგლიჯეს მთავარი კონსტიტუციური უფლება, ეს არის არჩევანის უფლება,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშილმა.

      ამავე თემაზე
      მეტი ...
      დღის ამბები
      მეტი