თელავის ცენტრში ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია. ოპოზიციის მხარდამჭერები, სადაც პოლიციის კორდონია, სავალი გზა მეორე მხარეს იმყოფებიან და მანქანების გადაადგილებას პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ.
ამ წუთებში პოლიციის წარმომადგენლების ნაწილი ტოვებენ ტერიტორიას და ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ათეული სამართალდამცველი დარჩება. ასევე, ადგილზე რჩებიან ოპოზიციის მხარმდაჭერებიც.
ცოტა ხნის წინ ვითარება იყო დაძაბული თელავში. გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს და სამთავრობო ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.