17 მარტი 2025,   06:44
ვრცლად
"შევარდნაძის ხელისუფლებას არ უკადრია ასეთი რამ, რაც ახლა მოხდა" - გრიგოლ ვაშაძე თელავში იმყოფება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უკვე თელავში იმყოფება. ის ერთადერთია, რომელმაც თელავამდე შექმნილი ხელოვნური ბარიერების გადალახვა შეძლო და თელავში ჩავიდა. ვაშაძის თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ყველა კუთხე-კუნჭული იცის.

      „მიიხედ-მოიხედეთ და შეხედეთ ამ სირცხვილს. როგორც კანონი მოითხოვდა, ვთხოვეთ ადგილი, ერეკლეს ძეგლს და ჭადარს შორის. ჟურნალისტები ამ წუთებში იყვნენ იქ დაა არაფერი იქ არ ხდება. მივიდოდით, როგორც რუსთაველის პროსპექტზე 2 დეკემბერს, წყნარად ჩავატარებდით მანიფესტაციას, კიდევ ერთხელ გავუმეორებდით ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, მოვიდა დიალოგის დრო, მოვიდა ლაპარაკის დრო, მოვიდა მაგიდასთან დასხდომის დრო, იმისთვის, რომ 900 ათასი ადამიანი ოპოზიციას აძლევს ხმას. მივიღეთ უტიფარი, სულელური, ჭკუათხელი პასუხი ამაზე, ამის შემდეგ გვინდოდა მშვიდობიანი დემონსტრაცია. მობილიზაცია გაუკეთეს აჭარის პოლიციასაც კი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

      ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას არა გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ საკუთარი მოქალაქეების ეშინია.

      „შევარდნაძის 90-იან წლებში არ უკადრებია ხელისუფლებას ასეთი რამ, რაც ახლა მოხდა,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

      მისი თქმით, ქვეყანაში აღარც არჩევნებია და აღარც გადაადგილების თავისუფლება.

      „კონსტიტუცია აღარ გვაქვს, ფარცხალაძე გვყავს კონსტიტუციის მაგივრად და სუბელიანი, რომელიც თვითონ ჩასვეს ციხეში,“ - ამბობს ვაშაძე.   

      ამავე თემაზე
      მეტი ...
      დღის ამბები
      მეტი