19 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ავლაბრის რეზიდენციიდან გადმოტანილი იქნება კომპიუტერული ტექნიკა, ტელეფონები, ინვენტარი - ლაშა ჟვანია

„იქიდან გადმოსატანი იქნება რეკვიზიტი, ინვენტარი, ის რაც საჭირო არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის,“ - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა, ლაშა ჟვანიამ გააკეთა.

„ეს არის კომპიუტერული ტექნიკა, ტელეფონები სხვა ნებისმიერი სამუშაო პირობებისთვის საჭირო ატრიბუტიკა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხვალ შეხვედრებს გამართავს, თუმცა კონკრეტულად რომელ სასტუმროში გაიმართება ეს შეხვედრები, ამ ეტაპზე უცნობია.

„არ გამოვრციხავ, რომ იქნება ნახევარ საათიანი ან 40 წუთიანი შეხვედრა. ზოგიერთი მომავალი პერსპექტივების განხილვა და მოთელვები, ალბათ, იმაზე, თუ რაზე უნდა იმუშაოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები