გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი გომბორზე მივიდა, ნაწილი კი უღელტეხილისკენ მოემართება.
ადგილზე გიორგი ვაშაძე იმყოფება, რომელმაც განაცხადა, რომ აქცია კახეთიდან რუსთაველისკენ დაიძვრება და უკვე იქ გაკეთდება განცხადებები სამოქმედო გეგმების შესახებ.
„ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას. დღეს რაც მოხდა, არის სრული ჩამოხსნა ფარდის, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას.
მატ აბსოლუტურად უკანონოდ შეგვიშალეს ხელი მშვიდობიან აქციაში. უკანონოდ ჩახერგეს გზა.
გომბორზე რატომ დავდექით?!- აქ კიდევ ერთხელ გვინდა გაჩვენოთ,რომ აქედან უფრო მოკლეა თელავამდე, მაგრამ რადგანაც გვითხრეს წავედით გურჯაანის გზით და იქ გადაგვიკეტეს“-ამბობს ვაშაძე.
ვაშაძე გიორგი გახარიას განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ გახარია თავად აგებს პასუხს იმ მუქარისთვის, რომელიც დღეს გააჟღერა და იმ დაპირისპირებისთვის, რომელიც გურჯაანში მოხდა.
„პასუხისგებაში მისაცემი ხართ თქვენ, თქვენ დაარღვიეთ დღეს კანონი. ის რაც დღეს ხდებოდა, საერთოდ რა ინაუგურაციაა? სალომე ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი მასხარა. ეს არ არის ფიცის დადება, ეს არის ჩვეულებრივი მასხარაობა მასხრად აიგდეს მთელი ქვეყანა“-ამბობს ვაშაძე.