19 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"სამარცხვინო იყო არჩევნები, ასევე სამარცხვინო იყო ინაუგურაციაც" - ნოდარ ხარშილაძე

სამარცხვინო იყო არჩევნები, ასევე სამარცხვინო იყო ინაუგურაციაც,“ - ეს შეფასება "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ თელავში განვითარებული მოვლენების შესახებ გააკეთა.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, დღეს ჩატარებული არჩევნები ისეთივე იყო, როგორი არჩევნებიც ჩატარდა ქვეყანაში. 

"სამარცხვინო იყო არჩევნები, ასევე სამარცხვინო იყო ინაუგურაციაც, ჩემი აზრით, თავისი გზების გადაკეტვით, ხალხის არ შეშვებით, ხელოვნურად მოწყობილი ღონისძიებებით. ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა დააგვირგვინა ძალიან სამართლიანადაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დანიშნა საქართველოს პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილის მიერ. არანაირი არჩევნები, ხომ ვნახეთ რომ ეს არ იყო. მე ლოგიკიდან და კონტექსტიდან ამოვარდნილად არ მივიჩნევ დღევანდელ დღეს. ისეთივე იყო, როგორც მთლიანობაში მეორე ტური, არჩევნების დღეც და დღეს შექმნილი პროცესიც. საქართველოს არ ეკადრება ასეთი რაღაცები, თორემ მარტო ბიძინამ და მარტო „ქართულმა ოცნებამ“ იკადრონ, ეს მათი პრობლემაა,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ხარშილაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ერთდერთი მიზანი იყო, რომ თავად ინაუგურაცია ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში, თუმცა რა ვითარება იქნებოდა თელავის შემოგარენში, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხარშილაძის თქმით, მთავარი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად დანიშნულიყო პრეზიდენტად. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები