იუსტიციის მინისტრი კახეთში განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს თელავში ჩასვლის შესაძლებლობა პოლიციამ არ მისცა.
თეა წულუკიანის განმარტებით, პოლიციის მხრიდან ოპოზიციისა და მოქალაქეებისათვის გადაადგილების შეზღუდვა, თუკი ოპოზიციის მიზანს მხოლოდ ინაუგურაციისათვის ხელის შეშლა წარმოადგენდა, კანონიერი ქმედება იყო.
„ინაუგურაციის ხელშეშლის უფლებას ვერც საქართველოს სახელმწიფო მისცემდა და ვერცერთი ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. თუკი, ეს იყო მათი მიზანი, ამ მიზნის მიღწევაში მათ, რა თქმა უნდა, შეხვდებოდათ წინაღობები და ეს არის აბსოლუტურად კანონიერი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - ლეგიტიმური. ხოლო გამოხატვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება მათ მიეცათ, მთელმა ქვეყანამ მოისმინა მათი განსხვავებული აზრი და ესეც უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით, მათი აქციის მიზანი. რაშიც მათ ხელშეშლა, რა თქმა უნდა, არ ჰქონიათ,"" - აცხადებს წულუკიანი.