19 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვა - წულუკიანი კომენტარს აკეთებს

სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვაში მხარედ საქართველოს სახელმწიფოს ჩართულობასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

თეა წულუკიანის განმარტებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს მოგვიანებით მოუწევს, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ქართულ მხარეს შესაბამის მიმართვას გაუგზავნის.

„როდესაც პროცედურულად დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვიყოთ ასევე ამ ინდივიდუალურ საქმეში ჩართულები თუ არა და ამის შესაძლებლობას პროცედურის მიხედვით დადგენის დროს სტრასბურგის სასამართლო მოგვცემს, რა თქმა უნდა, ისეთი გადაწყვეტილება იქნება პროცედურულად მიღებული, რომელიც ყველაზე მეტად იმ მომენტში უპასუხებს ქართული სახელმწიფოს ინტერესს და ჩვენი სამართლებრივი დავის სტრატეგიას. მივესალმები, რომ ამ საქმის განხილვა უკვე დაიწყო," - აცხადებს წულუკიანი. 

დღის ამბები