19 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
კახეთში მომხდარი დაპირისპირება - სახალხო დამცველი პასუხებს შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს

კახეთში მომხდარი დაპირისპირების დეტალებს გრიგოლ ვაშაძე და ნინო ლომჯარია დახურულ კარს მიღმა 1 საათის განმავლობაში განიხილავდნენ. შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდულ უფლებაზე პასუხებს სახალხო დამცველი შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს. ომბუდსმენის განცხადებით, სიტუაციის ესკალაციისგან თავის არიდება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს ასე არ მომხდარა.

ერთსაათიანი შეხვედრის დეტალებზე გრიგოლ ვაშაძეს მედიასთან არ უსაუბრია, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების განხილვის პარალელურად, მან სახალხო დამცველისგან საჭირო რჩევებიც მიიღო. ვაშაძე კრიტიკულ მომენტში ნინო ლომჯარიას პოზიციის გამო, სახალხო დამცველის მადლიერია.

გამოძიებისგან კითხვებზე პასუხებს სამოქალაქო სექტორშიც ითხოვენ. არასამთავრობოების ნაწილმა საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, გამოძიება არა შსს-მ, არამედ პროკურატურამ უნდა გააგრძელოს. ამის მიზეზად სამოქალაქო სექტორში უწყების მხარედ ყოფნას და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს ასახელებენ. 

სამოქალაქო სექტორის ნაწილი დარწმუნებულია, რომ აქციის მონაწილეებისთვის ბარიერები წინასწარ იყო გამზადებული, ხოლო ყველა ის განცხადება, რომელშიც ქვეყნის მმართველი პირები ამის უარყოფას ცდილობდნენ, არადამაჯერებელი აღმოჩნდა. 

სამოქალაქო სექტორი სახიფათო პროცესებზე საუბრობს და ხელისუფლებისგან შეკრებების და მანიფესტაციების უფლებების დაცვას გარანტირებულად ითხოვს. 

დღის ამბები